Saturday, May 16, 2015

1.პროექტის სახელწოდება:ვახტანგ VI-ის და თეიმურაზ II ის  ტრაგიკული აღსასრული.

2პროექტის  მთავარი იდეა [თემა] 1-2 წინადადებით;

პროექტის განხორციელებისას  მოსწავლეები ისწავლიან  თუ როგორ უნდა დაგეგმონ პროექტი სხვა ქვეყანაში, ისწავლიან  ისტორიული მასალების კვლევა-ძიებას, შეიძენენ უფრო მეტ ცოდნას საკუთარი სამშობლოს შესახებ დაუმეგობრდებიან უცხოელ თანატოლებს.პროექტის განხორციელებისას ისწავლიან საკუთარი  სურვილების განხორციელების გზებს. ისწავლიან უკეთესი ვარიანტის  შერჩევას.

3.პროექტის აქტუალობა;
პროექტის აქტუალობა გამოიხატება იმაში, რომ შეისწავლიან  საკუთარი ქვეყნის ისტორიას შეიცნობენ მე-18 ს-ის საქართველოს  მძიმე საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას,ისწავლიან  ურთიერთ თანამშრომლობას.

4.პროექტის მიზნები;
მოსწავლეებმა  შეძლონ პრეზენტაციის გაკეთება, შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება სხვა საგნებთან კავშირში.

5.მონაწილეთა ასაკი;16-17 წ.

6.ვადები /ხანგრძლივობა--ორი თვე.

7.მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება   შეიქმნას;
ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მოპოვებული მასალები-როგორიცაა სურათები, ზეპირად მოპოვებული მასალები მეფეთა ცხოვრებიდან და ამის საფუძველზე  შექმნილი  ჟურნალი,

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები;
ადამიანური რესურსი (ქ.ასტრახანისა და ქ.დუშეთის ოჯახები),კომპიუტერი, მობილური.
მოსწავლეები.
9.პროექტის მსვლელობა[ძირითადი აქტივობები]:
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას მოიძიონ ქართული ოჯახები  ვისაც კავშირი აქვს ასტრახანთან.მოპოვებული ინფორმაციით დაუკავშირდნენ ქ.ასტრახანის სკოლის მოოსწავლეებს და სთხოვონ ქართველი მეფეების საფლავების სურათების გადმოგზავნა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი აქვს ქართულ ლიტერატურასთან,ისტორიასთან,, ხელოვნებასთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი[მასწავლებელი]:ელენე პატაშური

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:elene.patashuri1@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი:elenepatashuri.blogspot.com









































































No comments:

Post a Comment